პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა" - RAF-ის თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი

Real American Freestyle-ის თანადამფუძნებლის, ჩად ბრონშტეინის განცხადებით, მერაბ დვალიშვილი თავისუფალია და მათ დაუბრუნდა. აბუ-დაბიში მომხდარი თავდასხმის გამო ნურმაგომედოვს პატიმრობა და ჯარიმა მიესაჯა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა" - RAF-ის თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი
რუსთავი 2

ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მერაბი მერაბ დვალიშვილი უკვე თავისუფალი.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა და ისევ ჩვენთან არის აბუ-დაბიში. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი დაგვიბრუნდა“, - აღნიშნულია ბრონშტეინის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე პირთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე, მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც მოხდება.

სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა. ქართველების ჯარიმების გადახდა ორგანიზაცია RAF-მა საკუთარ თავზე აიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს, თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნურმაგომედოვსა და მის ჯგუფს 6-თვე პატიმრობა და 300 000-იანი ჯარიმა მიესაჯათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები