პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული იქცა კულტრულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცა.

ირაკლი კობახიძე – ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული იქცა კულტრულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
პირველი არხი

ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი სიცოცხლე დაიბრუნა.

„შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი – ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და რწმენა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე - ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  6. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა - მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგის ახალ პლატფორმად იქცევა
  8. BM.GEოპოზიციურილევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი
  9. ტაბულაოპოზიციურილევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო კავშირების სიმბოლოცააა - კობახიძე
  10. რუსთავი 2სამთავრობოლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
  11. რუსთავი 2სამთავრობოადგილი, რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა - ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე, პაპუაშვილი, ბითაძე, პარლამენტის წევრები და სხვა - უცნობია, რამდენი დაჯდა "ოცნების" ლიდერების ვიზიტი ლევილშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები