ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"გვახარებს, რომ ეს ძვირფასი კერა იქნება ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის სივრცე, რომელიც მსოფლიოს უფრო ახლოს გააცნობს ჩვენს ქვეყანას და სულიერ საგანძურს" - ლევილის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო

საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებულ მამულში მრავალფუნქციური სივრცეები, მათ შორის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და აკადემია გაიხსნა. ღონისძიებაზე სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო.

"გვახარებს, რომ ეს ძვირფასი კერა იქნება ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის სივრცე, რომელიც მსოფლიოს უფრო ახლოს გააცნობს ჩვენს ქვეყანას და სულიერ საგანძურს" - ლევილის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო
"გვახარებს, რომ ეს ძვირფასი კერა იქნება ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის სივრცე, რომელიც მსოფლიოს უფრო ახლოს გააცნობს ჩვენს ქვეყანას და სულიერ საგანძურს" - ლევილის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნორუსთავი 2

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ლევილი ახალ სიცოცხლეს იძენს. ქართველთა მამულს საფრანგეთში განსაკუთრებული ფუნქცია ექნება. ის გააერთიანებს სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო, სახელოსნო მუდმივმოქმედ სივრცეებს. მამულში მისულ სტუმრებს დახვდებათ, აკადემია ქართველი ხელოვანების, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის. ლევილშია სივრცე ქართული ვენახით და ხეხილის ბაღით.

რეაბილიტაციის დასრულებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ერთად, ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ლევილის ქართველთა მამულის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო.

"წლების განმავლობაში, საქართველოდან შორს, საფრანგეთის მიწაზე, ლევილის მამულში მოღვაწე ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებმა უდიდესი ისტორიული მისია იტვირთეს, გაუფრთხილდნენ და შთამომავლობას უანდერძეს უძვირფასესი საუნჯე - ენა, რწმენა და კულტურა. ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევისა და ხანგრძლივი, დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს ეს ისტორიული მამული აღდგა და განახლდა. მადლიერებით აღვნიშნავთ საფრანგეთის სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ საქმის განხორციელებაში. გვახარებს, რომ ეს ძვირფასი კერა იქნება ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის სივრცე, რომელიც მსოფლიოს კიდევ უფრო ახლოს გააცნობს ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიასა და სულიერ საგანძურს. ღმერთმა დალოცოს თითოეული ადამიანი, ვინც იღვაწა ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად. ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III".

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.