ირაკლი კობახიძე - ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ შატოში მოწყობილია პირველი რესპუბლიკის მუზეუმი და ნოე ჟორდანიას კაბინეტი, ხოლო მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად.

ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ისტორიულმა მამულმა სრულფასოვანი სიცოცხლე დაიბრუნა.
"შატოში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. რაც მთავარია, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში. აქ უკვე ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია, რომელიც უმასპინძლებს მკვლევრებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპლექსი მოიცავს ასევე საარქივო სივრცეს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და საკონფერენციო დარბაზს. განახლებულ პარკში გაშენებული ქართული ვენახი, ქვევრი და ტრადიციული ოდა აქ მოსულ სტუმრებს გააცნობს ჩვენს უნიკალურ ტრადიციებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
- რუსთავი 2პრემიერი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და რწმენა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა - მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგის ახალ პლატფორმად იქცევა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული იქცა კულტრულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
- BM.GEლევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი
- ტაბულალევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო კავშირების სიმბოლოცააა - კობახიძე
- რუსთავი 2ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
- რუსთავი 2ადგილი, რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა - ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…