პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადგილი, რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა - ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა

საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა. დასრულების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, ლევილის მერი, ემიგრანტების შთამომავლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. მამულში განთავსდა სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო და სახელოსნო სივრცეები, აგრეთვე აკადემია.

ადგილი, რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა - ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა
რუსთავი 2

ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაციის დასრულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მემკვიდრეობამ ახალი სიცოცხლე დაიწყო. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა და განხორციელდა. 10 წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, საფრანგეთში ქართველთა მამულს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ჰყავდა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, ლევილის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ლევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოა და ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული მასშტაბური პროექტი, დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა.

რეაბილიტირებულ ლევილს დღეიდან კიდევ უფრო განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა აქვს. ქართველთა მამულში განთავსებულია სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო და სახელოსნო სივრცეები, ასევე აკადემია ქართველი ხელოვანების, ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის. გაშენებულია ქართული ვენახი და ხეხილის ბაღი. ლევილის რეაბილიტაციასა და მამულის ისტორიულ დატვირთვაზე კულტურის მინისტრმა და ლევილის მერმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და კულტურის ერთგულების კერად იქცა.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ერთად, ღონისძიებას ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ლევილის ქართველთა მამულის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში დღეს ლევილის ქართველთა მამულის ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენაც გაიმართა, მუსიკალური პროგრამა კი ანსამბლმა "ერისიონმა" წარადგინა.

მთავრობის წევრებმა ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას.

1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საფრანგეთში, საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა.

ავტორი: კესო ქაფიანიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და რწმენა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე - ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  6. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა - მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგის ახალ პლატფორმად იქცევა
  8. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული იქცა კულტრულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  9. BM.GEოპოზიციურილევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი
  10. ტაბულაოპოზიციურილევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო კავშირების სიმბოლოცააა - კობახიძე
  11. რუსთავი 2სამთავრობოლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი ყველა იმ ვიზიტორისათვის, რომლებიც დაათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას - დავით ლორთქიფანიძე ლევილის განახლებულ მამულზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები