"იყო კონსტრუქციული საუბარი... ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ" - კოვიდპანდემიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა აცხადებს, რომ შიმშილობას წყვეტს
კოვიდპანდემიის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. მხარეები შეთანხმდნენ საქმის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

კოვიდპანდემიის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის შესწავლა გაგრძელდება.
გენერალური პროკურორი დღეს ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს.
"ბატონმა გიორგი გვარაკიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემხვედროდა, შევხვდით, ვისაუბრეთ. იყო კონსტრუქციული საუბარი. ზოგადად, მთლიანად საქმის მასალების განხილვაში ვერ შევიდოდით იმიტომ, რომ საქმე არის მოცულობითი. ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პროკურატურისა და ადვოკატების მეშვეობით. ინტენსიურად იქნება მუშაობა. უახლოეს ხანში, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
ადვოკატთა კოლეგიით, შეიქმნა მიმართულებები, აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიშიმშილო, ჩემო პატივცემულო? იმ ბრალდებულებს ხომ შეუწყობს ხელს, რომ მე თვითონ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა. მივაღწიეთ ამ შედეგს", - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის შესწავლას განაგრძობს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო. პროცესში გაიოზ ჩარკვიანიც იქნება ჩართული.
შეხვედრაზე კი, ახალგაზრდა ფეხბურთელის მამას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
ფაქტზე გამოძიება 2021 წელს დაიწყო. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა სამი პირის მიმართ. გამოძიების ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსმა და ექიმმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და კლინიკური მართვის წესი დაარღვიეს, რის გამოც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიგენერალური პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- TV პირველიკორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება
- რუსთავი 2"საქმის შესწავლა გაგრძელდება" - გენერალური პროკურორი ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
- TV პირველიპროკურატურა გიორგი გვარაკიძის და კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ნეტგაზეთიპროკურატურა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის შესწავლას მამის ჩართულობით გააგრძელებს
- ტაბულა"გაიოზ ჩარკვიანმა ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი" - POG გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაზე
- რუსთავი 2"დაზარალებული მხარე უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში" - პროკურორი კოვიდპანდემიისას გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე
- რადიო თავისუფლებაკოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ პროტესტი შეწყვიტა - პროკურატურაში სამუშაო ჯგუფი იქმნება
ციტატები სტატიიდან
„ბატონმა გიორგი გვარაკიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემხვედროდა, შევხვდით, ვისაუბრეთ. იყო კონსტრუქციული საუბარი. ზოგადად, მთლიანად საქმის მასალების განხილვაში ვერ შევიდოდით იმიტომ, რომ საქმე არის მოცულობითი. ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პროკურატურისა და ადვოკატების მეშვეობით. ინტენსიურად იქნება მუშაობა. უახლოეს ხანში, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ადვოკატთა კოლეგიით, შეიქმნა მიმართულებები, აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიშიმშილო, ჩემო პატივცემულო? იმ ბრალდებულებს ხომ შეუწყობს ხელს, რომ მე თვითონ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა. მივაღწიეთ ამ შედეგს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…