ზაგრებში ყოფილი სპორტსმენის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა
ზაგრებში ფსიქიატრიულ კლინიკაში 32 წლის ყოფილი სპორტსმენის, კრისტიან იოსიპ პერისის გარდაცვალების გამო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მომხდარზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

ხორვატიის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ზაგრების ცენტრში შეკრებილებმა ფსიქიატრიულ კლინიკაში 32 წლის კრისტიან იოსიპ პერისის გარდაცვალება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მომხდარზე პასუხისმგებელთა დასჯას მოითხოვდნენ.
ყოფილი სპორტსმენი და მწვრთნელი კრისტიან იოსიპ პერისი 21 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ აფარებენ კლინიკის თანამშრომლები ბალიშს საწოლში მყოფ პაციენტს. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…