კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ პროტესტი შეწყვიტა - პროკურატურაში სამუშაო ჯგუფი იქმნება
კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს შეხვდა. პროკურატურაში იქმნება სამუშაო ჯგუფი და საქმის შესწავლა გაგრძელდება. ადვოკატთა ასოციაციამ გაიოზ ჩარკვიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე“, - განუცხადა გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს 24 სექტემბერს, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, პროკურატურამ განაცხადა: „შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“.
24 სექტემბერსვე გაიოზ ჩარკვიანს, - რომელიც ცნობილი ადვოკატია, - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ასოციაცია იმედოვნებს, რომ ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის გარშემო არსებული სამართლებრივი პროცესი კანონით დადგენილი წესით მიიღებს საბოლოო სახეს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაიოზ ჩარკვიანა განაცხადა, რომ პროტესტს წყვეტს და სამუშაო ჯგუფს დაეხმარება.
2021 წელს, 20 წლის ასაკში გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა 2026 წლის 22 სექტემბერს გამოაცხადა შვილის გარდაცვალების „სათანადოდ გამოძიებისა“ და მედიკოსთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ჩანაწერების თანახმად, ბიჭს ნახველში სისხლი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად შეფასდა დამაკმაყოფილებლად. თუმცა ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მიენიჭა „საყურადღებო“ სტატუსი.
ოჯახი ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებების სათანადოდ გამოძიებას წლებია, ითხოვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიგენერალური პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- TV პირველიკორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება
- რუსთავი 2"საქმის შესწავლა გაგრძელდება" - გენერალური პროკურორი ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
- TV პირველიპროკურატურა გიორგი გვარაკიძის და კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ნეტგაზეთიპროკურატურა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის შესწავლას მამის ჩართულობით გააგრძელებს
- ტაბულა"გაიოზ ჩარკვიანმა ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი" - POG გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაზე
- რუსთავი 2"იყო კონსტრუქციული საუბარი... ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ" - კოვიდპანდემიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა აცხადებს, რომ შიმშილობას წყვეტს
- რუსთავი 2"დაზარალებული მხარე უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში" - პროკურორი კოვიდპანდემიისას გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე
ციტატები სტატიიდან
„მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე“
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“
„ასოციაცია იმედოვნებს, რომ ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის გარშემო არსებული სამართლებრივი პროცესი კანონით დადგენილი წესით მიიღებს საბოლოო სახეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…