ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოსაქართველოს პროკურატურა

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება. იგი შვილის საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, რისთვისაც პროკურატურასთან შიმშილობაც დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე პირის მიმართ განხორციელდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდებაTV პირველი

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება - შეხვედრა საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს.

გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ამ მოთხოვნის შესრულებისთვის, მან პროკურატურასთან რამდენიმე დღის წინ შიმშილობაც დაიწყო.

ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება 2025 წლის თებერვალში წარუდგინეს.

2023 წლის ნომებერში საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს წარუდგინეს ბრალდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირი, ვისაც ბრალდება წარუდგინეს ქეთევან ცერცვაძეა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.