გენერალური პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პროკურატურაში გენერალურ პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. გაიოზ ჩარკვიანი შვილის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს და ამ მოთხოვნით პროკურატურასთან შიმშილობს.

საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორ გიორგი გვარაკიძესა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის შეხვედრა მიმდინარეობს.
პროკურატურაში გაიოზ ჩარკვიანთან შეხვედრა გუშინაც შედგა. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, ჩარკვიანს უწყებაში გუშინ პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა.
გაიოზ ჩარკვიანი თავისი შვილის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ამ მოთხოვნის შესრულებისთვის, მან პროკურატურასთან რამდენიმე დღის წინ შიმშილობაც დაიწყო.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიკორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება
- რუსთავი 2"საქმის შესწავლა გაგრძელდება" - გენერალური პროკურორი ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
- TV პირველიპროკურატურა გიორგი გვარაკიძის და კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ნეტგაზეთიპროკურატურა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის შესწავლას მამის ჩართულობით გააგრძელებს
- ტაბულა"გაიოზ ჩარკვიანმა ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი" - POG გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაზე
- რუსთავი 2"იყო კონსტრუქციული საუბარი... ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ" - კოვიდპანდემიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა აცხადებს, რომ შიმშილობას წყვეტს
- რუსთავი 2"დაზარალებული მხარე უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში" - პროკურორი კოვიდპანდემიისას გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე
- რადიო თავისუფლებაკოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ პროტესტი შეწყვიტა - პროკურატურაში სამუშაო ჯგუფი იქმნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…