ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - ოჯახი გენპროკურატურასთან აქციებს იწყებს

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციებს იწყებს. ოჯახი მედიკოსების პასუხისმგებლობის გაზრდას და საქმის გამოძიებას მოითხოვს, ხოლო გარდაცვლილის მამა, გაიოზ ჩარკვიანი, გამოძიების მიზანმიმართულ გაჭიანურებასა და მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს უწყებას.

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - ოჯახი გენპროკურატურასთან აქციებს იწყებს
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - ოჯახი გენპროკურატურასთან აქციებს იწყებსTV პირველი

პროკურატურასთან აქციას კიდევ ერთი შვილმკვდარი ოჯახი იწყებს - 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები მისი მკურნალობის პროცესში ჩართული მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ოჯახის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა ფეხბურთელს არასწორად უმკურნალეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

საქმეზე გულგრილობის ბრალდებით ამ დროისთვის ორი ექიმია მსჯავრდებული, თუმცა ჩარკვიანების ოჯახი აცხადებს, რომ შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირთა წრე გაცილებით ფართოა და პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს უნდა დაეკისროს, ვისაც, მათი შეფასებით, ფეხბურთელის გარდაცვალებაში წვლილი მიუძღვის.

პრიველი აქცია პროკურატურასთან სამშაბათს, 14:00 საათზე გაიმართება. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი, გამოძიების მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგაც არ არიან გამოვლენილი პირები, რომელთა ქმედებებმაც, გამოძიების ვერსიით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა გამოიწვია. ჩარკვიანი ასევე საუბრობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების განადგურებაზე და პროკურატურას საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

22 სექტემბერს 12 საათზე გთხვთ, მობრძანდეთ გენერალურ პროკურატურასთან. რატომღაც პროკურატურის მხრიდან არის მიზანმიმართული დამუხრუჭება საქმის, რომ როგორმე ხანდაზმულობის ვადა მოხდეს და უკვე როგორც ხდება ხოლმე, თაროზე შემოიდოს საქმე.

ავიწყდება გამოძიებას, რომ მე დაზარალებულად ხნობილი ვარ 116 მუხლით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. 5 წელია დაზარალებულად ვარ ცნობილი და ვინ დამაზარალა, ის არ ჰყავთ გამოვლენილი. გააფუჭეს საქმე სათვალთვალო კამერებიდან გამომდინარე, სადაც ექსპერტიზის დასკვნა დევს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წაშლილია აღნიშნული და დაფორმატებული. დაკითხულიც არის ექსპერტი-მოწმე და თქვა, რომ ფიზიკური შეხებით არის განადგურებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერები, - ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავეებს მფარველობდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"გაიოზ ჩარკვიანმა ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი" - POG გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები