"დაზარალებული მხარე უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში" - პროკურორი კოვიდპანდემიისას გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე
გენერალური პროკურორი კოვიდპანდემიისას გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა, რის შემდეგაც გაიოზ ჩარკვიანმა შიმშილობა შეწყვიტა. საქმის შესწავლას სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო და ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი განაგრძობენ.

კოვიდპანდემიის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის შესწავლა გაგრძელდება.
გენერალური პროკურორი დღეს ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, გაიოზ ჩარკვიანმა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის შესწავლას განაგრძობს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო. პროცესში გაიოზ ჩარკვიანიც იქნება ჩართული. შეხვედრაზე კი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
"შევხვდით ბატონ გაიოზ ჩარკვიანს. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ გარკვეული დეტალები, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს. ამავდროულად, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
საქმეს განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განხილვადი საბჭო, შესაბამისად ამ ფორმატში გაგრძელდება ჩვენი მუშაობა. გიდასტურებთ, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი.
დაზარალებული მხარე უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში. ასევე უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული ვადებს რაც შეეხება, იქნება გონივრული ვადა, რომელშიც მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს დაზარალებული", - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ცნობისთვის, ფაქტზე გამოძიება 2021 წელს დაიწყო. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ. გამოძიების ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსმა და ექიმმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და კლინიკური მართვის წესი დაარღვიეს, რის გამოც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიგენერალური პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- TV პირველიკორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს ხვდება
- რუსთავი 2"საქმის შესწავლა გაგრძელდება" - გენერალური პროკურორი ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
- TV პირველიპროკურატურა გიორგი გვარაკიძის და კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ნეტგაზეთიპროკურატურა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის შესწავლას მამის ჩართულობით გააგრძელებს
- ტაბულა"გაიოზ ჩარკვიანმა ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი" - POG გარდაცვლილი ფეხბურთელის მამაზე
- რუსთავი 2"იყო კონსტრუქციული საუბარი... ზოგად შეთანხმებას მივაღწიეთ" - კოვიდპანდემიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა აცხადებს, რომ შიმშილობას წყვეტს
- რადიო თავისუფლებაკოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ პროტესტი შეწყვიტა - პროკურატურაში სამუშაო ჯგუფი იქმნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…