ლევან მახაშვილი: „ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას,
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტები ბელგიასა და ლუქსემბურგში. მისი თქმით, შეხვედრები იყო მეგობრული და საქმიანი, სადაც განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური საკითხები. მახაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისგან მხოლოდ სამართლიან მიდგომას ითხოვს.

„ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“, – წერს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები;
საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა; სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები; რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები; ვაჭრობის შუა კორიდორი და ეკონომიკური შესაძლებლობები; ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია.
დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად.
გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვის და იძულების პოლიტიკა.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა, მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა.
საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი, თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“, – წერს მახაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზე
- პირველი არხილევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
- პირველი არხილევან მახაშვილი – გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
- იმედინიუსილევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
ციტატები სტატიიდან
„ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“
„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა; სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები; რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები; ვაჭრობის შუა კორიდორი და ეკონომიკური შესაძლებლობები; ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია. დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად. გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვის და იძულების პოლიტიკა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა, მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა. საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი, თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…