ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზე

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირს ქვეყნის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს.

საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზე
საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზერუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეიდან ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

დაგეგმილია შალვა პაპუაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირისგან მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს.

"გვექნება შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში არის საინტერესო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობებიც, მით უმეტეს, რომ ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში არის დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მაშინ, როდესაც ბრიუსელს ამ ეტაპზე აქვს გადაწყვეტილი კარი ჰქონდეს დახურული, ჩვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც სწორედ ამ კარის დახურვის მიღმა და მიზეზები იყო თავის დროზე.

ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო არ ითხოვს არც რაიმე რაღაც განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას ან რაღაც განსაკუთრებულ პირობებს, ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე, საქართველო ითხოვს სამართლიან დამოკიდებულებას, რომლის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვექნება შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში არის საინტერესო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობებიც, მით უმეტეს, რომ ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში არის დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მაშინ, როდესაც ბრიუსელს ამ ეტაპზე აქვს გადაწყვეტილი კარი ჰქონდეს დახურული, ჩვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც სწორედ ამ კარის დახურვის მიღმა და მიზეზები იყო თავის დროზე. ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო არ ითხოვს არც რაიმე რაღაც განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას ან რაღაც განსაკუთრებულ პირობებს, ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე, საქართველო ითხოვს სამართლიან დამოკიდებულებას, რომლის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი,“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი: გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის დიალოგის მზაობა - ობიექტური შეფასების პირობებში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები