ლევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაწყებულია. დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, წარმატებით მიმდინარეობს.

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, ლუქსემბურგში ვიზიტის მიზნები მიღწეულია.
„ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. საქართველო მხოლოდ სამართლიან მოპყრობას, ობიექტურ შეფასებას და დამოკიდებულებას ითხოვს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, რა პერსპექტივა არსებობს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ვიზიტი შედგა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში იმყოფებოდა, ახლა კი, პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზე
- პირველი არხილევან მახაშვილი – გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
- იმედინიუსილევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
- POSTVლევან მახაშვილი: „ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას,
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. საქართველო მხოლოდ სამართლიან მოპყრობას, ობიექტურ შეფასებას და დამოკიდებულებას ითხოვს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, რა პერსპექტივა არსებობს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ვიზიტი შედგა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…