ლევან მახაშვილი – გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებს აფასებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა. მისი თქმით, საქართველო ითხოვს არა პრივილეგიებს, არამედ სამართლიან მიდგომასა და ობიექტურ შეფასებას.

ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა.
„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა; სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები; რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები; ვაჭრობის შუა კორიდორი და ეკონომიკური შესაძლებლობები; ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია. დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად. გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვის და იძულების პოლიტიკა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა, მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა. საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“, – წერს მახაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს - ლევან მახაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტზე
- პირველი არხილევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
- იმედინიუსილევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
- POSTVლევან მახაშვილი: „ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას,
ციტატები სტატიიდან
„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა; სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები; რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები; ვაჭრობის შუა კორიდორი და ეკონომიკური შესაძლებლობები; ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია. დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად. გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვის და იძულების პოლიტიკა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა, მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგის მზაობა. საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.