ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის, იმედია, დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც

საქართველოს პარლამენტი

ლევან მახაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს, ხოლო ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. მისი თქმით, საქართველო მზადაა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის და ევროკავშირისგანაც იმავეს ელის.

ლევან მახაშვილი – საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის, იმედია, დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც
ლევან მახაშვილი – საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის, იმედია, დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიცპირველი არხი

დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ანუ დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც“, – აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ბრიუსელმა უნდა განსაზღვროს, რეალურად უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, თუ ქვეყნისგან პოლიტიკურ მორჩილებას მოელის. მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა თავიდანვე მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი იყო, რის გამოც აუცილებელია მისი შეცვლა.

ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა უარი უნდა თქვას კონფრონტაციულ მიდგომაზე და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ხალხის ნებას.

„ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს კონფრონტაციული დაპირისპირების ენას და საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ და არაპროვოცირებულ ჩარევას. ევროპარლამენტმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ხალხის ნებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში იყო გამოხატული. შემდგომ შეგვეძლება მათთან დიალოგის მაგიდასთან ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დასხდომა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ანუ დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?