ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალები

ნაციონალური მოძრაობა

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე რიყის პარკში აქციას აანონსებს. პარტიის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციის მთავარი სლოგანებია „არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“.

ენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალები
ენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალებიალია

“ნაციონალური მოძრაობა” 1 ოქტომბერს რიყის პარკში, 19:00 საათზე აქციას აანონსებს.

აქციის სლოგანებია – “არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს”

ენმ-ს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქცია რიყის დოქებთან გაიმართება.

“გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი ზის ციხეში პუტინის ინსტრუქციით და დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ.

დღეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, და შიგნით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის 9 წელი და არა ისე შეფასებული ოცნების პროპაგანდის მიერ წლების მანძილზე და ეხლა არის ნგრევის 14 წელი…

ამიტომაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის 9 წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და, რაც მთავარია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის და ქართულ ოჯახებზე ორიენტირებული ხელისუფლება.

ვისაც ეს გააზრებული აქვს და ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, ყველას მოვუწოდებ შევიკრიბოთ 19:00 საათზე, რიყის დოქებთან, იმ შენობასთან, რომელიც ისე გააპარტახეს, როგორც გააპარტახეს ჩვენი ქვეყანა”, – თქვა ბრიფინგზე ირაკლი ფავლენიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი ზის ციხეში პუტინის ინსტრუქციით და დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ. დღეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, და შიგნით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის 9 წელი და არა ისე შეფასებული ოცნების პროპაგანდის მიერ წლების მანძილზე და ეხლა არის ნგრევის 14 წელი… ამიტომაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის 9 წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და, რაც მთავარია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის და ქართულ ოჯახებზე ორიენტირებული ხელისუფლება. ვისაც ეს გააზრებული აქვს და ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, ყველას მოვუწოდებ შევიკრიბოთ 19:00 საათზე, რიყის დოქებთან, იმ შენობასთან, რომელიც ისე გააპარტახეს, როგორც გააპარტახეს ჩვენი ქვეყანა“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.