პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“ “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქებთან აქცია დააანონსა და საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდა.

1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“ “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს
TV პირველი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც „მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს” მოუწოდა, ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბოს.

„დღეს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი; ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება. ვისაც ეს გააზრებული აქვს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიპირველ ოქტომბერს ენმ „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს
  4. ტაბულაოპოზიციური"თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს" - ენმ 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციას აანონსებს
  5. ალიაოპოზიციურიენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები