ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია" - ენმ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის მოსამზადებელ სამუშაოებს და არ გასცდნენ კანონის ნორმებს, თუმცა ენმ-ში აცხადებენ, რომ აქციას მაინც გამართავენ.

"ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია" - ენმ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
"ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია" - ენმ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავსტაბულა

"არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რიყის პარკში აქციას მართავს, რომლის მთავარი მოთხოვნაც 5 წლის დაპატიმრებული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

ენმ-ს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სააკაშვილმა, იმის გამო, რომ უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, "გაწირა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ ჩამოსულიყო [უკრაინიდან საქართველოშო] და მოეცა ჩვენთვის თავგანწირვის მაგალითი". მან პატიმრობაში მყოფ სხვა თანაგუნდელებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია და ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის 9 წელს საქართველოში".

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ - ენმ

აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოუწოდა მონაწილეებს, "არ შეუშალონ ხელი თბილისობა 2026-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს, არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების ტერიტორიას, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს".

მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზე

შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გაწირა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ ჩამოსულიყო [უკრაინიდან საქართველოშო] და მოეცა ჩვენთვის თავგანწირვის მაგალითი“
ირაკლი ფავლენიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია და ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის 9 წელს საქართველოში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არ შეუშალონ ხელი თბილისობა 2026-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს, არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების ტერიტორიას, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.