პირველ ოქტომბერს ენმ „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 1 ოქტომბერს, რიყის დოქებთან საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც ორგანიზაციის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აქცია მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლისთავს ეძღვნება და მიზნად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ისახავს.

პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დღეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წელი ხდება. როგორც ფავლენიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტპატიმრის, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა საქართველოში აღმშენებლობის პერიოდი დაბრუნდეს.
„პირველ ოქტომბერს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში…
ყველას, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის 9 წელი – ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია… ქართველი ოჯახებზე ორიენტირებული ხელისუფლება… ვისაც ეს გააზრებული აქვს და ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან, ყველას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომელიც გაავერანეს, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს
ირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი
1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“ “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს
"თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს" - ენმ 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციას აანონსებს
ენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…