ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ნაციონალური მოძრაობა" გეგმებს არ ცვლის - პარტია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს რიყის დოქებთან, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 5 წლისთავს და ხელისუფლების მმართველობის პერიოდს უკავშირდება. მიუხედავად შსს-ს მიერ ნებართვის არდაშვებისა, ოპოზიციური პარტია გეგმებს არ ცვლის და მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობა" გეგმებს არ ცვლის - პარტია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება
"ნაციონალური მოძრაობა" გეგმებს არ ცვლის - პარტია ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებაTV პირველი

"ოცნების" მმართველობის 14 და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 5 წლის თავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუჩიდან გააპროტესტებენ. შეკრებაა დანგრეულ რიყის დოქებთან ზუსტად 17:00 საათზეა დაანონსებული.

ოპოზიციური პარტიის მოთხოვნის მიუხედავად, ამ აქციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნებართვა არ დაუშვა, თუმცა პარტია გეგმებს არ ცვლის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი დღეს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი უსამართლოდ არის დაპატიმრებული.

"რაც რიყის დოქებს უქნეს, იგივე უქნეს ჩვენს ქვეყანას... ამას ვაპროტესტებთ, ამიტომ, მარტო "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს კი არა, ყველა ადამიანს მოვუწოდებთ აქციაზე მოსვლისკენ" - ამბობს ფავლენიშვილი.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ფაზაში შევიდა ქვეყნის ნგრევა და ძარცვა. საერთაშორისო თაღლითური სქემების ოფიციალურ ცენტრად დ ჰაბად ვიქეცით, ოფიციალურად შეწყდა ევროპული ინტეგრაცია. ოფიციალურად შეწყდა სამოკავშირეო ურთიერთობები შტატებთან. ისტორიულ მინიმუმზეა შობადობა და ისტორიულ მაქიმუმზეა ემიგრაცია. მეტი რა უნდა ხდებოდეს ხომ, რომ პროტესტი გაუჩნდეს ადამიანს? არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებსი საკითია აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მთავარია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რიყის დოქებს აქ რომ ხედავთ, რიყის დოქებს რაც უქნეს იგივე უქნეს ჩვენს ქვეყანას, ამას ვაპროტესტებთ და რა თქმა უნდა, რუსულ მმართველობასაც ვაპროტესტებთ. ამიტომ, მარტო "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს კი არა, ყველა ადამიანს, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის უსამართლობა, ვინც 9 წლიან პერიოდს უწოდებს პროგრესულს, ყველას მოვუქოდებ რომ მოვიდეს". - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც რიყის დოქებს უქნეს, იგივე უქნეს ჩვენს ქვეყანას... ამას ვაპროტესტებთ, ამიტომ, მარტო "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს კი არა, ყველა ადამიანს მოვუწოდებთ აქციაზე მოსვლისკენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რაც რიყის დოქებს უქნეს, იგივე უქნეს ჩვენს ქვეყანას... ამას ვაპროტესტებთ, ამიტომ, მარტო“
ირაკლი ფავლენიშვილი
„მომხრეებს კი არა, ყველა ადამიანს მოვუწოდებთ აქციაზე მოსვლისკენ“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.