პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს" - ენმ 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციას აანონსებს

ნაციონალური მოძრაობა

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რიყის დოქებთან აქციას აანონსებს. როგორც ენმ-ის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აქციის მიზანია მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

"თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს" - ენმ 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციას აანონსებს
ტაბულა

"ნაციონალური მოძრაობა" 1 ოქტომბერს რიყის პარკში, 19:00 საათზე აქციას აანონსებს.

"არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს" - ენმ-ს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქცია რიყის დოქებთან გაიმართება.

"გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი ზის ციხეში პუტინის ინსტრუქციით და დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ.

დღეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, და შიგნით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის 9 წელი და არა ისე შეფასებული ოცნების პროპაგანდის მიერ წლების მანძილზე და ეხლა არის ნგრევის 14 წელი...

ამიტომაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის 9 წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და, რაც მთავარია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის და ქართულ ოჯახებზე ორიენტირებული ხელისუფლება.

ვისაც ეს გააზრებული აქვს და ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, ყველას მოვუწოდებ შევიკრიბოთ 19:00 საათზე, რიყის დოქებთან, იმ შენობასთან, რომელიც ისე გააპარტახეს, როგორც გააპარტახეს ჩვენი ქვეყანა", - თქვა ბრიფინგზე ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი
  3. TV პირველიოპოზიციური1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“ “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიპირველ ოქტომბერს ენმ „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს
  5. ალიაოპოზიციურიენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ენმ: შსს-ს უარის მიუხედავად, რიყის პარკში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გავმართავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები