პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს, 5 საათზე, რიყის პარკში ენმ აქციას გამართავს

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტროტვ პირველიქართული ოცნება

„ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკში აქციას მართავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შსს-ს განცხადებით, პარტიის შეტყობინება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, თუმცა ენმ აცხადებს, რომ შეკრება მათი კონსტიტუციური უფლებაა.

დღეს, 5 საათზე, რიყის პარკში ენმ აქციას გამართავს
ნეტგაზეთი

დღეს, პირველ ოქტომბერს, 5 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკში აქციას გამართავს, მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს თანახმად, პარტიის განცხადება აქციის გამართვასთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი არ იყო.

როგორც ენმ-ში აცხადებენ, შეკრება მათი კონსტიტუციური უფლებაა და პარკში აქციის გამართვით ხელი არავის შეეშლება.

რიყის პარკში დაანონსებული აქციის მთავარი მოთხოვნა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

„ჩვენ არ გვეშინია არანაირი აკრძალვის. ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის შეკრება. ვერავინ ვერ აგვიკრძალავს პარკში შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი“, – განაცხადა ენმ-ს წევრმა ბესო შენგელიამ „ტვ პირველთან“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია 1 კვირის წინ დააანონსა. რის შემდეგაც შსს-ში განაცხადეს, რომ ენმ-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ პირველ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ აქციის გამართვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას, რაც კანონითაა დადგენილი.

ენმ-ის განცხადება აქციაზე კანონის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი არ იყო – შსს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ტაბულაოპოზიციური"ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია" - ენმ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიენმ-მ რიყის პარკში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები