პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მდივანმა ირაკლი ფავლენიშვილმა 1 ოქტომბერს, რიყის დოქებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დააანონსა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აანონსებს
ინტერპრესნიუსი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მდივანმა ირაკლი ფავლენიშვილმა, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დააანონსა.

ირაკლი ფავლენიშვილი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც „მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს” მოუწოდებს, ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბოს.

„დღეს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი; ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება. ვისაც ეს გააზრებული აქვს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი
  2. TV პირველიოპოზიციური1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“ “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიპირველ ოქტომბერს ენმ „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს
  4. ტაბულაოპოზიციური"თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს" - ენმ 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციას აანონსებს
  5. ალიაოპოზიციურიენმ 1 ოქტომბერს აქციას აანონსებს – დეტალები
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები