ვინ მონაწილეობს პროცესში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერები და იურისტები უპირისპირდებიან. ენმ-მ სხდომაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა მოითხოვა, ხოლო ანა წითლიძემ სასამართლოს პლენუმის აცილება დააყენა.