დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება
დეკანოზ საბა ჭიკაიძის შეფასებით, საქართველოში სუროგაციის აკრძალვა სწორი ინიციატივაა, რადგან ეს ბავშვის გაჩენის არაბუნებრივი გზაა. სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება, - განაცხადა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის ბავშვის გაჩენის არაბუნებითი გზა.
„იმის გამო, რომ ტექნიკურად არსებობს ამის საშუალება, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რისი საშუალებაც გვაქვს“, - აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ გაავრცელა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…