პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეთრ სახლში დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ სამი მედიასაშუალების ჟურნალისტები

კოლუმბიის ოლქის სასამართლომ დააკმაყოფილა CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს საჩივარი და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჟურნალისტებისთვის ჩამორთმეული აკრედიტაცია დროებით, 14 დღით აღადგინა.

თეთრ სახლში დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ სამი მედიასაშუალების ჟურნალისტები
რადიო თავისუფლება

24 სექტემბერს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ამ მედიასაშუალებების საჩივარი დააკმაყოფილა.

CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად აკრედიტაცია რამდენიმე დღის წინ ჩამოართვეს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით.

ტრამპმა CNN, Politico და MS NOW „ფეიკების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.

მედიასაშუალებებმა სასამართლოს მიმართეს. მათი ადვოკატების თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომლითაც გარანტირებულია სიტყვის და პრესის თავისუფლება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის უფლებას.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, რომლებსაც ქმნიან ამ მედიასაშუალებების პუბლიკაცები.

რა გადაწყვიტა მოსამართლემ?

კოლუმბიის ოლქის სასამართლოს ფედერალური მოსამართლის, ტიმოთი კელის მიერ დღეს, 24 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, აკრედიტაციის ანულირება მოხდა შესაბამისი საკონსტიტუციო პროცედურის დაუცველად.

საქმის სრულად განხილვამდე მოსამართლემ გამოიტანა აკრედიტაციის დაუყოვნებლივ აღდგენის დროებითი დადგენილება, რომელიც 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

მოსამართლის გადაწყვეტილბა ნიშნავს CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის საშუალება დღესვე უნდა მისცენ. 24 სექტემბერს იქ დაგეგმილია აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურისასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიმოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში ჟურნალისტების კვლავ დაშვება დაავალა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ ტრამპს უჩივლეს, თეთრი სახლის მიერ აკრძალვის პროტესტის ნიშნადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები