გოგა ხაინდრავა 7 ნოემბერზე: მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც „იმედი“ იცავს
რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მას იმ ადამიანების მაგივრად რცხვენია, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბრის ღამეს „იმედში“ იყვნენ, დღეს კი სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც ეს ტელეკომპანია იცავს.

მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც იცავს „იმედი“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „ღია ეთერი“ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გახსენების დროს.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ტელეკომპანია „იმედი“ იყო ქართველი ხალხის დასაყრდენი ზუსტად ისე, როგორც არის ახლა.
„იმედი“ იყო ის, რაც ყველას გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გავერთიანებულიყავით იმ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დემოკრატიული და ადამიანური საქართველო; არა ისეთი ბოროტი, როგორც სააკაშვილი.
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ „იმედში“ მივიდოდნენ, რადგან გასაგები იყო, რომ მთელ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა თავისი თვალით ენახა, რა ხდებოდა ქვეყანაში და ეს შესაძლებლობა უნდა მოესპოთ. ამიტომ ბარბაროსულად გაუსწორდნენ „იმედს“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…