პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ტექნიკური დაგეგმვის სამმხრივი ჯგუფები შექმნეს

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფები შექმნეს.

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ტექნიკური დაგეგმვის სამმხრივი ჯგუფები შექმნეს
რადიო თავისუფლება

7 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის მიმართულებით პირველი ორი სამუშაო ჯგუფის ამოქმედებაზე.

ორი დღით ადრე, 5 ნოემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მრჩეველმა, ალი აქბარ ველაიეთიმ მორიგ ჯერზე დააფიქსირა თეირანის მიუღებლობა TRIPP-ისა და რეგიონში აშშ-ის ინტერესების გაფართოების წინააღმდეგ.

რა ჯგუფებზეა საუბარი

სამი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა სამი მაღალჩინოსნის, -

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ბრენდან ჰანრაჰანის,

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანისა და

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამედოვის სახელით.

„სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების ფორმატი აერთიანებს სამი ქვეყნის ... ექსპერტებს, რათა მათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ რეგიონში გრძელვადიან სტაბილურობას, ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას, რეგიონულ დაკავშირებადობასა და კომერციულ კეთილდღეობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მხარეთა თანახმად, „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს 2025 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამართული სამშვიდობო სამიტის დეკლარაციის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რთული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად და პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად, მათ შორის, სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირების უზრუნველსაყოფად.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება TRIPP-ის ყველა კომპონენტის რაც შეიძლება სწრაფად განხორციელების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რა არის TRIPP?

TRIPP-ი (ინგლისურად: Trump Route for International Peace and Prosperity) სომხურ-აზერბაიჯანულ-ამერიკული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის მიზანია აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავის აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან სომხეთის სამხრეთით, სიუნიქის რეგიონზე გავლით დაკავშირება.

დაგეგმილია, რომ პროექტი მოიცავს რკინიგზას, საავტომობილო გზას, ნავთობსადენებს, გაზსადენებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ინტერნეტკაბელებს.

სამმხრივი ტექნიკური ჯგუფების შექმნის განცხადებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე სომეხი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები სომხეთის ქალაქ გორისში შეხვდნენ ერთმანეთს და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხები განიხილეს.

„საპროექტო სამუშაოების დაწყების ორგანიზების მიზნით, ადგილზე ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას გავეცანით. ამ ეტაპზე საუბარია რკინიგზის, საავტომობილო გზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებაზე“, – განაცხადა გრიგორიანმა მთავრობის სხდომაზე.

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-ამერიკის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირებას სომხეთის პარლამენტმა გასულ კვირას დაუჭირა მხარი.

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება.

ერევანში აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონში ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების ფორმატი აერთიანებს სამი ქვეყნის ... ექსპერტებს, რათა მათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ რეგიონში გრძელვადიან სტაბილურობას, ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას, რეგიონულ დაკავშირებადობასა და კომერციულ კეთილდღეობას“
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს 2025 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამართული სამშვიდობო სამიტის დეკლარაციის მნიშვნელობას“
„მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება TRIPP-ის ყველა კომპონენტის რაც შეიძლება სწრაფად განხორციელების შესახებ“
„საპროექტო სამუშაოების დაწყების ორგანიზების მიზნით, ადგილზე ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას გავეცანით. ამ ეტაპზე საუბარია რკინიგზის, საავტომობილო გზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებაზე“
გრიგორიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთში რატიფიცირებულია აშშ-სომხეთის შეთანხმება „ტრამპის მარშრუტის" განსახორციელებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები