ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში ჟურნალისტების კვლავ დაშვება დაავალა

ქართული ოცნება

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, 14 დღის განმავლობაში აღადგინოს CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვება. სასამართლომ დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოსცა მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებმა საშვების ჩამორთმევის გამო სარჩელი შეიტანეს.

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში ჟურნალისტების კვლავ დაშვება დაავალა
მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში ჟურნალისტების კვლავ დაშვება დაავალანეტგაზეთი

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვება.

კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მხრიდან ეს დროებითი შემაკავებელი ორდერია და იგი 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს წარმომადგენლებს თეთრ სახლში დაშვება უნდა აღუდგინონ 14 დღის განმავლობაში. მოსამართლემ დაადგინა, რომ მედიასაშუალებებს აქვთ საფუძველი იდავონ, რომ მათთვის საშვების ჩამორთმევისას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაირღვა.

ამ სამ გამოცემას თეთრ სახლში მუშაობა პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას აუკრძალა.

სამივე მედიასაშუალებამ სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებს თეთრ სახლის საშვები ჩამოართვეს და შენობაში შესვლის უფლება აღარ მისცეს.

ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებდა, რომ გამოცემები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ეს არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა.

თეთრ სახლს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პრეზიდენტის სახელით მოქმედმა იურისტებმა შესაძლოა სამართლებრივი დავის გაგრძელებისთვის დამატებით მიმართონ სასამართლოს.

49-მა მედიაორგანიზაციამ, მათ შორის, CBS News-მა, The New York Times-მა და Fox News-მა, სასამართლოში ერთობლივი წერილობითი პოზიცია წარადგინეს CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს სარჩელის მხარდასაჭერად.

ტრამპის ადმინისტრაციას არაერთი მედიაორგანიზაცია გაუკრიტიკებია და არაერთი სამართლებრივი დავა წამოუწყია. მათ შორის იყვნენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა The New York Times, The Wall Street Journal და BBC.

ზოგიერთ შემთხვევაში საქმეები მედიაორგანიზაციების მიერ მილიონობით დოლარის ოდენობის თანხის გადახდაზე შეთანხმებით დასრულდა. ტრამპის სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ კვლავ განიხილება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ ტრამპს უჩივლეს, თეთრი სახლის მიერ აკრძალვის პროტესტის ნიშნადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები