,, სად იყვნენ ივანიშვილის მთავარი მოლაპარაკე თვები?” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილს უჭერდნენ მხარს ან დუმდნენ, დღეს კი საზოგადოებას მორალს უკითხავენ.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“იმედზე” დღეს კიდევ ერთხელ 7 ნოემბერს გაიხსნებენ .
მაგ დღეს მე კი ვიყავი იქ, “ნიუსრუმში,” როდესაც სპეცრაზმმა ჟურნალისტები კარგი ტერორისტებივით იატაკზე დაგვყარა, მაგრამ თქვენ, დღევანდელი ქოცები სად იყავით?
სად იყო მაშინ, მაგალითად ბატონი ბიძინა?
შეგახსნებთ, რომ თავად აქვს ნათქვამი, სააკაშვილთან თანამშრომლობა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე დავასრულეო, 2008 წლის საპრეზოდენტო არჩევნებში მხარს ისევ მიშას ვუჭერდიო.
ანუ 7 ნოემბერი, დღეს ასე რომ გვატირებს მათი პროპაგანდა, გვიყვება რა საშინელება იყო, ბიძოსთვის სულაც არ აღმოჩნდა იმ დონის საშინელება, რომ ამის ჩამდენთან ყველანაირი ურთირთობა გაეწყვიტა. ჩვეულებრივად გააგრძლეა მიშას მხარდაჭერა. ალბათ, მოუწონა კიდეც საქციელი.
ასევე ჩვეულებრივად გააგრძელა მიშას მხარდაჭერა კახა კალაძემ, მიშას მხარდასაჭერ გადაცემებში იღებდა მონაწილოებას და აქეთ ლანძღავდა მაშინდდლ ოპოზიციას.
არავინ იცის, სად იყო მაშინ დღევანდელი საპარლამენტო უმრავესოსბის 99 პროცენტი, რომელ თბილ ადგილზე იყო შემძვრალი და გაყუჩებული
ზოგი კი ვიცით, მაგალითად შარმანაშვილი ამის მერე მიშამ ჯერ საკონსტიტუციო კომისიაში დანიშნა და მერე იქ კარგად შესრულებული დავალებისთვის სომხეთში ელჩობით დააჯილდოვა.
სხვა წვრილფეხობებს აღარ ჩამოვთვლი, მოდი ვიკითხოთ, სად იყვნენ ივანიშვილის მთავარი მოლაპარაკე თვები?
მაგალითად, პაპაუშვილი გერმანიის მთავრობის ფონდში იყო შემძვრალი და გერმანიის დავალებებს ასრულებდა, როგორც თავად ამბობს ანუ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდა.
კობახიძეც ასევე სართაშორისო ორგანიზაციაში მუშოაბდა და ხმას არაფერზე იღებდა.
რომ კითხო, ხმას რატომ არ იღებდითო, გეტყვიან, სამსახურის წესდება კრძალავდა პოლიტიკურ განცხადებებსო და ეს გამრთლება გონიათ.
დღეს კობახიძეს და პაპუაშვილს რომ კითხო, მაშინ ქვეყანას ყავდა ხელისუფლება რომელიც სამშობლოს ღალატობდა, ქვეყანას ანადგურებდა და მიუხედავად ამისა მათ მაინც ხელფასი ერჩივნათ სამშობლოს და ამიტომ ხმას არ იღებდნენ, ჩუმად უყურებდნენ, თურმე, როგორ იქცეოდა ქვეყანა და ეს გონიათ გამართლება.
ანუ დღეს აქეთ გვიკითხავენ მორალს ისინი, ვინც მაშინ ან მიშას გვერდით იდგა, ან ჩუმად იყო კარგი ხელფასის დაკარგვის შიშით, ან მაშინდელ ძალადობაზე თუ იღებდა ხმას, ახლანდელი ძალადობა მოსწონს და ტაშს უკრავს.
ესაა სულ, რაც ქოცებზე უნდა იცოდეთ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…