ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ამერიკულმა ტელემაუწყებლებმა თეთრი სახლის გაშუქება განაახლეს

ამერიკულმა ტელემაუწყებლებმა თეთრი სახლისა და აშშ-ის პრეზიდენტის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს და ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაშუქეს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა და აკრედიტაციის შეზღუდვები კვლავ გრძელდება.

ამერიკულმა ტელემაუწყებლებმა თეთრი სახლის გაშუქება განაახლეს
ამერიკულმა ტელემაუწყებლებმა თეთრი სახლის გაშუქება განაახლესტაბულა

25 სექტემბერს ამერიკულმა ტელემაუწყებლებმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თეთრი სახლის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ვიზიტის პირველი პირდაპირი ტრანსლაცია უზრუნველყვეს, მაშინ როდესაც CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა კვლავ გრძელდება.

თეთრი სახლის სატელევიზიო პრესპულმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ჩინეთის ლიდერის ვიზიტის ბოლო დღე თეთრ სახლში.

CNN, ABC, CBS, Fox News და NBC პრეზიდენტის საქმიანობას რიგ-რიგობით აშუქებენ და ხარჯებს ინაწილებენ. ამ გზით, ისინი საპრესპულო მასალას სხვა მედიასაშუალებებსაც აწვდიან.

სოლიდარობის ნიშნად, სხვა სატელევიზიო ქსელებმა უარი თქვეს კამერების განთავსებაზე, რის გამოც, სი ძინფინგის პირველი ორი დღე პრესპულის მიერ არ გაშუქებულა.

25 სექტემბრის საღამოს CNN-ის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ტენესის შტატში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მათ პრეზიდენტ ტრამპის თვითმფრინავით მგზავრობა აეკრძალათ. თეთრ სახლს Reuters-ის კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხია.

მას შემდეგ რაც თეთრ სახლში სის მიღების პირდაპირი გაშუქება განახლდა, ტრამპმა უარი განაცხადა ჟურნალისტების კითხვებზე ჩინეთის, ირანის, მედიისთვის დაწესებული აკრძალვებისა და გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ახალი სადავო სატელევიზიო რეკლამის შესახებ, მოგვიანებით მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ვაფასებთ სამართლიან გაშუქებას. ეს ძალიან სამართლიანი იყო. ჩვენ ამას ვაფასებთ" - განუცხადა ტრამპმა მოგვიანებით ჟურნალისტებს სისთან ერთად ყოფნისას.

თუმცა, როგორც Washington Post იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა 24 სექტემბერს სასამართლოს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის აკრედიტაციის აღდგენის შესახებ აცნობა, მოგვიანებით CNN-მა და MS NOW-მ განაცხადეს, რომ მათ რამდენიმე ჟურნალისტს თეთრი სახლის ოფიციალურ ვახშამზე ჩინეთის ლიდერის ჩასვლის გაშუქებაზე უარი უთხრეს.

ამ სამი გამოცემის ადვოკატმა მიმდინარე კვირას სასამართლოში განაცხადა, რომ სანამ სამართლებრივი დავა გრძელდება, შესაძლოა, თეთრმა სახლმა კვლავ სცადოს მათთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს ტრამპმა ყალბი გაშუქების ბრალდებით, CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვაფასებთ სამართლიან გაშუქებას. ეს ძალიან სამართლიანი იყო. ჩვენ ამას ვაფასებთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.