პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Telegraph: ელიზეს სასახლეზე შტურმის შემთხვევაში, მაკრონს პარიზის გარეუბანში მდებარე საიდუმლო ბუნკერში გადაიყვანენ

ელიზეს სასახლეზე შტურმისა და მასობრივი არეულობის შემთხვევაში, ემანუელ მაკრონის პარიზის გარეუბანში მდებარე საიდუმლო ბუნკერში გადაყვანა იგეგმება, რასაც ფრანგი გამომძიებელი ჟურნალისტების ახალი წიგნი ამხელს.

The Telegraph: ელიზეს სასახლეზე შტურმის შემთხვევაში, მაკრონს პარიზის გარეუბანში მდებარე საიდუმლო ბუნკერში გადაიყვანენ
იმედინიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის გარეუბანში საიდუმლო თავშესაფარი აქვს მომზადებული, სადაც იგი მასობრივი არეულობისა და ელიზეს სასახლეზე შესაძლო იერიშის შემთხვევაში გაიხიზნება. ამის შესახებ ფრანგი გამომძიებელი ჟურნალისტების - პიერ გასტინოს, ანტუან იზამბარისა და ფრანკ რენოს - წიგნში „ჩრდილების ახალი არმია“ წერია.

გამოცემა L'Express-ში გამოქვეყნებული ამონარიდების თანახმად, პრეზიდენტის ევაკუაციის გეგმის მომზადება ჯერ კიდევ 2018 წელს, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს დაიწყო, როდესაც ლე-პუი-ან-ველეში ვიზიტისას მაკრონს განრისხებული მომიტინგეები თავს დაესხნენ.

„მთავრობა მაშინ შეზანზარდა“, - განაცხადა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა France Inter-ის ეთერში.

ავტორთა ცნობით, საფრანგეთის სპეცსამსახურები 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მასობრივი არეულობის, დივერსიების, კიბერშეტევებისა და შეიარაღებული ამბოხის სცენარებისთვისაც კი ემზადებიან.

ძალოვან უწყებებს აშფოთებთ, რომ მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ შესაძლო გამარჯვებას რადიკალური მემარცხენე აქტივისტების, გარეუბნების ახალგაზრდობისა და სოფლის მცხოვრებთა მხრიდან ქუჩის საპროტესტო ტალღა მოჰყვება. ხოლო მემარცხენე ლიდერის, ჟან-ლიუკ მელანშონის გამარჯვებამ შესაძლოა პოლიციის მხრიდან „პასიური წინააღმდეგობა“ გამოიწვიოს.

პარიზის პოლიციის კომისარი, პატრის ფორი შესაძლო ამბოხის მოსაგერიებლად თათბირებს ინტენსიურად მართავს, ხოლო საფრანგეთის საგარეო დაზვერვა (DGSE) არჩევნებში საგარეო ჩარევის სიმულაციურ სწავლებებს ატარებს.

როგორც დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქვეყანაში სოციალური პროტესტის მუხტი საგრძნობლად იზრდება. ამასთან, სპეცსამსახურებმა 17 ოქტომბრის დემონსტრაციების მასშტაბები სათანადოდ ვერ შეაფასეს - 60-იდან 150 ათასამდე მოსალოდნელი დემონსტრანტის ნაცვლად, ქუჩებში 500 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ტექნიკური დაგეგმვის სამმხრივი ჯგუფები შექმნესწაიკითხე

უახლესი ამბები