ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის, ის თავდასხმას ახორციელებს "ყალბ ამბებზე"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თავისუფალ პრესას არ ესხმის თავს, არამედ ებრძვის "ყალბ ამბებს". ტრამპმა მედიასაშუალებებს CNN, MS Now და Politico თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა, რის საპასუხოდაც სამივე მედიამ მის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.

დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის, ის თავდასხმას ახორციელებს "ყალბ ამბებზე"
დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის, ის თავდასხმას ახორციელებს "ყალბ ამბებზე"რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის და ის თავდასხმას "ყალბ ამბებზე" ახორციელებს.

ტრამპი აცხადებს, რომ ის თავისუფალ პრესას "დიდად აფასებს".

"თეთრი სახლი თავდასხმას ახორციელებს "ყალბ ამბებზე", რომელიც ჩვენს საყვარელ აშშ-ში სიმსივნესავით გავრცელდა. ის კორუმპირებული, მიზანდასახული, ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უმართავია. ის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მისი შეჩერება უნდა მოხდეს, ახლავე!," - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს, "ყალბი ამბების გავრცელების" გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. დღეს, სამივე მედიასაშუალებამ გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები