პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე, და როდესაც

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ადგილობრივი პარლამენტის ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივ და საპარლამენტო ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული მხარის წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავის ამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე, და როდესაც
POSTV

„უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ხელმეორედ ვესტუმრე ლუქსემბურგს. ოთხი წლის წინ იყო ჩემი პირველი ვიზიტი ლუქსემბურგში და მიხარია, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციით ვიმყოფებით აქ”, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

“შევხვდით ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს.

ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე და, თავისთავად, ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებზე.

ისევე, როგორც ბელგიაში, ჩვენ აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება, მეტიც – თავის დროზე, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.

თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და, მგონი, ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა.

ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე, და დღეს, როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია. ამიტომ, გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება, ამ მხრივ, ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები, და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. კონფრონტაციაში პასუხები არასდროს არის, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში.

დღეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენს კოლეგებთან გვესაუბრა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. ტაბულაოპოზიციურიპაპუაშვილი: დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას - პასუხი არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის დისკუსიაშია
  3. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე და როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია - ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას
  4. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი, შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა
  5. TV პირველიოპოზიციური"დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს
  6. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლუქსემბურგის ხელისუფლება იქცევა სწორედ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს" - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები