"ლუქსემბურგის ხელისუფლება იქცევა სწორედ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს" - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, შეზღუდულია ევროპული ინტეგრაციის პროცესებში სრული ჩართულობით. მისი თქმით, ლუქსემბურგის ხელისუფლება ევროპული ქვეყნის შესაბამისად იქცევა, სვამს კითხვებს და მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს. პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლუქსემბურგში დღეს დაიწყო და ის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა.

"საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, დღეს ხელი ეშლება იმისთვის, რომ იმ პროცესებში სრულად იყოს ჩართული, რომელიც ამ ინტეგრაციისთვის არის საჭირო," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლუქსემბურგის ხელისუფლება იქცევა სწორედ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა - სვამს კითხვებს, ესმის საქართველოს მდგომარეობა და მხარს უჭერს მის ევროპულ მისწრაფებებს.
"ლუქსემბურგის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტი - ჩვენ სხვა შემთხვევებშიც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან კომუნიკაციის - იქცევა სწორედ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს, რომლებსაც აწვდიან ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები.
ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ჩვენ ლუქსემბურგის სახით, ლუქსემბურგის პარლამენტის სახით, გვყავს მეგობარი, რომელსაც დაწყებული ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლუქსემბურგში დღეს დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარე დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა - როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულო ფორმატში.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, დღეს ხელი ეშლება იმისთვის, რომ იმ პროცესებში სრულად იყოს ჩართული, რომელიც ამ ინტეგრაციისთვის არის საჭირო,“
„ლუქსემბურგის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტი - ჩვენ სხვა შემთხვევებშიც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან კომუნიკაციის - იქცევა სწორედ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს, რომლებსაც აწვდიან ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები. ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ჩვენ ლუქსემბურგის სახით, ლუქსემბურგის პარლამენტის სახით, გვყავს მეგობარი, რომელსაც დაწყებული ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.