პაპუაშვილი: დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია
შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება არ იყო სამართლიანი და მიზნად საქართველოს არჩევნებში ჩარევას ისახავდა. მისი თქმით, დროა ევროკავშირმა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან კონფრონტაციის ნაცვლად გამოსავალი დიალოგსა და დისკუსიაშია.

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი, ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიზანი ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.
თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს ამ თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია, რომ მგონი, სწორედ ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა - ევროკავშირი დგას დიალოგზე, სამართლიანობაზე და დისკუსიაზე და როდესაც დღეს მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, ევროკავშირი და ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია.
ამიტომ, გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, ისე როგორც პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხები არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას - პასუხი არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის დისკუსიაშია
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე და როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია - ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი, შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა
- TV პირველი"დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს
- POSTVშალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე, და როდესაც
- ფორმულაპაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…