ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგიდან ვიზიტისას ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება მცდარი და არჩევნებში ჩარევის მცდელობა იყო. მან მოუწოდა ევროკავშირს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგს დაუბრუნდეს.

"დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს
"დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებსTV პირველი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ლუქსემბურგიდანაც აკრიტიკებს - პარლამენტის თავმჯდომარე EU-ს ბრალს სდებს ინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში.

"თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს ამ თავის მცდარ გადაწყვეტილებას" - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი, ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიზანი ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.

თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს ამ თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია, რომ მგონი, სწორედ ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა - ევროკავშირი დგას დიალოგზე, სამართლიანობაზე და დისკუსიაზე და როდესაც დღეს მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, ევროკავშირი და ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია.

ამიტომ, გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, ისე როგორც პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხები არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს ამ თავის მცდარ გადაწყვეტილებას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.