პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია ვისაც აქვს, მას დიალოგის არ ეშინია, ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას სთავაზობენ.

შალვა პაპუაშვილი – ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია ვისაც აქვს, მას დიალოგის არ ეშინია, ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ
პირველი არხი

დიალოგი მნიშვნელოვანია, თანამედროვე სამყაროში ქიშპს და გაყოფას ყოველთვის დიალოგი სჯობს, მგონი, ეს გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბელგიის პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან სწორედ ამ კონტექსტში გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმედია, რომ ბელგია თავის მხრივ ბრიუსელის სხვადასხვა ინსტიტუციასთან იმუშავებს იმისთვის, რომ 2024 წლის ივლისში მიღებული გადაყვეტილება შეცვალონ.

„თუ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებების გაზიარება და პრაქტიკად ვაქციოთ საერთაშორისო თანამშრომლობა, აქ ერთადერთი პასუხია დიალოგში. ამიტომ, ჩვენი გახსნილობა და შეთავაზება ყოველთვის ადგილზე იყო, მათ შორის 2024 წლის ივლისში, როცა ევროკავშირმა ცალმხრივად შეაჩერა დიალოგი. დღეს, ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი აღვადგინოთ. ვისაც ხალხის მხარდაჭერა და არგუმენტირებული, მტკიცე პოზიცია აქვს, მას დიალოგის არ ეშინია. დიალოგს ისინი გაურბიან, ვისაც მყარი პოზიცია არ აქვს. ევროკავშირს დიალოგის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომნიშვნელოვანია რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას, ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით - შალვა პაპუაშვილი
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში, ვსტუმრობთ ბელგიის
  3. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისიის გადაწყვეტილებით შეჩერებული დიალოგის აღდგენა და წევრი სახელმწიფოების როლი - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში და ქართული დელეგაციის მთავარი გზავნილები
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები