„არ გრცხვენიათ?!“ – ნიუ-იორკში ბოჭორიშვილს ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ
ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს, რომლებიც რესტორანში მივიდნენ. ემიგრანტებმა მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევაზე მოსთხოვეს პასუხი.

ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ქართულ რესტორანში „უბანში“ მივიდნენ.
„არ გრცხვენიათ?!“ – ისმოდა ემიგრანტების შეძახილები.
მაკა ბოჭორიშვილი რესტორანში ემიგრანტების შეძახილების ფონზე შევიდა. ბოჭორიშვილს თან ახლდა თავის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე და საგარეო სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის არჩილ ყარაულაშვილი.
თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან მისვლა გადაიფიქრა.
ემიგრანტებმა არჩილ ყარაულაშვილს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევაზე ჰკითხეს. ერთ-ერთ ემიგრანტს, რომელიც ყარაულაშვილს ეუბნებოდა, რომ უცხოეთში იმიტომ არიან, რომ „ლუკმა-პური მიაწოდონ“ ოჯახებს, საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ „საქართველოშიც არის სამუშაო ადგილები“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„არ გრცხვენიათ?!“
„საქართველოშიც არის სამუშაო ადგილები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.