პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – Thank me later, რომ ახირებულ ავტოკრატებზე საუბრობთ აქციიდან მეორე დღეს და არა მოსყიდულ გვარამიაზე, როგორც 26 მაისის შემდეგ მოხდა

ფედერალისტები

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას ახირებული ავტოკრატების გარეშე ყოფნა სურს და საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას დომინაციას არ ნიშნავს.

თამარ ჩერგოლეიშვილი – Thank me later, რომ ახირებულ ავტოკრატებზე საუბრობთ აქციიდან მეორე დღეს და არა მოსყიდულ გვარამიაზე, როგორც 26 მაისის შემდეგ მოხდა
პირველი არხი

მხოლოდ პოლიტანგაჟირებული და რეალობას აცდენილი ბაბლი ღელავთ ნაცების ისტერიკაზე. დანარჩენ საქართველოს აინტერესებს საქართველო ახირებული ავტოკრატების გარეშე. და დანარჩენ საქართველოს ჩვენი ხმა აუცილებლად მიწვდება ყველა ფორმატში და ყველა პლატფორმაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას დომინაციას.

„ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.

Thank me later, რომ ახირებულ ავტოკრატებზე საუბრობთ აქციიდან მეორე დღეს, და არა მოსყიდულ გვარამიაზე, როგორც 26 მაისის შემდეგ მოხდა.

ყოველთვის ჯობია პოლიტიკური დისკუსია ცილისმწამებლურ ჭორაობას.

იშვიათად ვყოფილვარ ასეთი კმაყოფილი აქციის შემდეგ.

P.S. ყველა კონიუნქტურას აყოლილი იმაზე მეკამათოს, არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი, და არა იმაზე, რაც იმ ბანერზე არავის დაუწერია.

მაგრამ როცა არგუმენტი არ გაქვს, მოგონილ თემას უპირისპირდები, რომ კონიუნქტურას არ ჩამორჩე და თან მართალი იყო.

და მაინც – არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი? რუსიაო არავის დაუწერია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი – რუსთაველის, გურამიშვილის, ჭავჭავაძის, ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა, ეს იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები