მაკა ბოჭორიშვილი: „გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მულტილატერალიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობაა დაგეგმილი.

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მულტილატერალიზმს მიეძღვნება.
„დღეს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, გვექნება შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
მაკა ბოჭორიშვილი – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…