არ გრცხვენია? - ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ
ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ. ბოჭორიშვილი პროტესტის მონაწილეებთან არ გაჩერდა, ხოლო რესტორანთან მისულ მოქალაქეებს საგარეო უწყების თანამშრომელი ესაუბრა.

ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.
მაშინ, როცა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შედიოდა, მას ქართველმა ქალბატონებმა უთხრეს, რომ "მონა მთავრობას" ემსახურება.
არ გრცხვენია ქალბატონო ბოჭორიშვილო? მონა მთავრობას ემსახურებით, რატომ არ გაჩერდა ქალბატონი, რატომ არ გველაპარაკა", - უთხრეს ბოჭორიშვილს.
მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან არ გაჩერდა. რესტორანთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყების თანამშრომელი გაესაუბრა. მას ქალბატონებმა უთხრეს, რომ შვილებისგან შორს ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წამოსულები.
"საქართველოშიც არის სამუშოა ადგილები" - უთხრა საგარეო თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეებს.
თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან გადაიფიქრა.
ვიდეოს ნეტგაზეთი ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საქართველოშიც არის სამუშოა ადგილები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…