პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, გვექნება შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ნიუ-იორკში ვიზიტი დაიწყო, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსა და ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

მაკა ბოჭორიშვილი: ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, გვექნება შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
რუსთავი 2

ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

მისივე თქმით, დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში:

"ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა. ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
  2. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები