თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ საკვები ზეთის ქილებში დამალული 6 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს, რის შესახებაც შემოსავლების სამსახური იტყობინება.

რუსეთიდან გამოგზავნილ საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება მალულად იყო მოთავსებული საკვები ზეთისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში. ის საბაჟო კონტროლისას, გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
ფაქტი შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი საბაჟო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში აღკვეთეს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…