ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიუ-იორკში, რესტორანთან მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ

ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტები პროტესტით შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც რესტორანში იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა არჩილ ყარაულაშვილმა ერთმანეთს პოზიციები გაუცვალეს ემიგრაციის მიზეზებსა და სამუშაო ადგილებზე.

ნიუ-იორკში, რესტორანთან მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ
ნიუ-იორკში, რესტორანთან მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენინტერპრესნიუსი

ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.

ემიგრანტები იმ რესტორანთან იმყოფებოდნენ, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი, მისი მოადგილე, ლაშა დარსალია და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე მივიდნენ.

„ბოჭორიშვილი მობრძანდა, ქალბატონი ბოჭორიშვილი. არ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ, ქალბატონო ბოჭორიშვილო?! რომელ მთავრობას ემსახურებით?“- მიმართა ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალმა, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.

პროტესტის მონაწილეებმა საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებსაც მიმართეს, ემიგრაციაში ყოფნის მიზეზებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სხვა ქვეყანაში იმისთვის არიან, რომ „ლუკმა პური მიაწოდონ ოჯახს“.

მათ საგარეო უწყების თანამშრომელმა, არჩილ ყარაულაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „საქართველოშიც არის სამუშაო ადგილები. მე დამასაქმა ჩემმა სწავლამ და ჩემმა შრომამ“.

„აქ ვისაც ხედავთ, ყველა უმაღლესი განათლებით ვართ, მაგრამ იძულებულები ვართ... აქ წამოვედით თქვენი მთავრობის პოლიტიკის გამო და ბებიებს ვუვლით!“- უთხრა არჩილ ყარაულაშვილს ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

თავის მხრივ, არჩილ ყარაულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წუხს, როცა ქართველები ემიგრაციაში მიდიან.

„მე გული მისკდება, როდესაც ქართველები მიდიან საზღვარგარეთ“- აღნიშნა, საგარეო უწყების თანამშრომელმა, არჩილ ყარაულაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ში იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოჭორიშვილი მობრძანდა, ქალბატონი ბოჭორიშვილი. არ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ, ქალბატონო ბოჭორიშვილო?! რომელ მთავრობას ემსახურებით?“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საქართველოშიც არის სამუშაო ადგილები. მე დამასაქმა ჩემმა სწავლამ და ჩემმა შრომამ“
არჩილ ყარაულაშვილი
„აქ ვისაც ხედავთ, ყველა უმაღლესი განათლებით ვართ, მაგრამ იძულებულები ვართ... აქ წამოვედით თქვენი მთავრობის პოლიტიკის გამო და ბებიებს ვუვლით!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე გული მისკდება, როდესაც ქართველები მიდიან საზღვარგარეთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.