ნიუ-იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან გაეროში აშშ-ის ელჩი, მაიკ უილცი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე, მაიკ ნიდემი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია და აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდ დარჩიევი.
მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…