მარკო რუბიო - მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მარკო რუბიოს ცნობით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.
„ჩვენ მზად ვართ მსგავსი შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მიღწევის პერსპექტივა ექნება“, - აღნიშნა რუბიომ.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ მზად ვართ მსგავსი შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მიღწევის პერსპექტივა ექნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.