პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" ფარგლებში მედიაწიგნიერების შესახებ სესია ჩაატარა

ComCom - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ გორში გამართულ „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლაში“ მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და დეზინფორმაციის ამოცნობაზე ისაუბრა.

ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" ფარგლებში მედიაწიგნიერების შესახებ სესია ჩაატარა
რუსთავი 2

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა ნათია კუკულაძემ "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სესია გამართა თემაზე - "მედიაწიგნიერების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში".

სესიის ფარგლებში ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში მის პრაქტიკულ გამოყენებასა და თანამედროვე საინფორმაციო გარემოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის სანდოობის შეფასების, დეზინფორმაციის ამოცნობისა და ონლაინ სირვცის პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

"სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" გორში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. პროგრამა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას, სახელმწიფო პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენლებს, მათ შორის ახალგაზრდებსა და ქალებს, ცოდნის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას აძლევს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თეა ახვლედიანმა გორში "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" მორიგი ტრენინგ-სემინარი გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები